ანსამბლი ”ქართული ხმები” 15 წლის იუბილეს CD ალბომის პრეზენტაციით აღნიშნავს
კულტურა - 14:22, 25 Dec, 2013     8430

2013 წელს ანსამბლი ”ქართული ხმების” ახალ თაობას სასცენო მოღვაწეობის 15 წელი შეუსრულდა. ანსამბლმა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ახალი ალბომი გამოსცა, რომელზეც მუშაობა ”ბრავო რექორდსში” ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

რადგანაც ალბომი საიუბილეო თარიღს ეძღვნება მასში შედის ყველა იმ ჟანრის ნაწარმოები, რომელშიაც უმუშავიათ ჯგუფის წევრებს მთელი ამ ხნის განმავლობაში. მუსიკალური ნაწარმოებები ორ დისკზეა გადანაწილებული. პირველ დისკზე თავმოყრილია ქართული ხალხური სიმღერების, ხოლო მეორეზე სრულიად ახალი სასიმღერო კომპოზიციების და ასევე საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული ჰიტების აბსოლუტურად ექსპერიმენტული, განსხვავებული ვოკლაური და ინსტრუმენტული არანჟირებით შექმნილი ვერსიები. ალბომის ჩაწერებზე მონაწილეობა მიიღეს ისეთმა მუსიკოს-შემსრულებლებმა როგორებიც არიან: ნიაზ დიასამიძე, რომა რცხილაძე, ნანი ბრეგვაძე, სალომე ბაკურაძე, ზვიად ბოლქვაძე, მიშა მდინარაძე, დავით მალაზონია და ა.შ. ამ ალბომის სახით „ქართული ხმები”-ს თაყვანისმცემლებს ნამდვილი მუსიკალური სიურპრიზი ელით.

პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ ორი მუსიკალური ნომერი ახალი ალბომიდან. ასევე პრეზენტაციის ბოლოს გაიმართება ალბომზე ხელის მოწერის ცერემონიალი, სადაც ანსამბლის წევრები მოწვეულ სტუმრებს, საჩუქრად გადაცემულ ახალ ალბომებზე დაურიგებენ ავტოგრაფებს და გადაიღებენ სამახსოვროდ ფოტოებს.

ახლო მომავალში იგეგმება ”ქართული ხმების” გრანდიოზული კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში. ამჟამად ”ბრავო რექორდსის” სტუდიაში მიმდინარეობს კონცერტის წინამოსამზადებელი სამუშაოები. კონცერტზე შესრულდება ოცამდე მუსიკალური ნომერი ახალი ალბომიდან სიმფონიური ორკესტრისა და ”ბრავო ბენდის” თანხლებით. კონცერტის რეჟისორი დავით საყვარელიძე იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42