ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის „სოკარი“ პრეზიდენტმა როვგან აბდულაევმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი საქართველოს რეგიონებში გაზიფიცირების პროგრამის გაგრძელებას ითვალისწინებს. კერძოდ, კომპანია „სოკარი“ გაზრდილი საინვესტიციო ვალდებულებების ფარგლებში, 2017 წლამდე დამატებით 100 ათასი ოჯახის გაზიფიცირებას განახორციელებს. ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის შესაბამისად, ამ პერიოდისთვის მთელი ქვეყნის მოსახლეობის 75%-ს შესაძლებლობა ექნება ბუნებრივი აირით ისარგებლოს.
უკვე შემუშავებულია 2014 წლის გეგმა, ხოლო დანარჩენი წლების გეგმის დამუშავება, ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების გათვალისწინებით, თითოეულ მუნიციპალიტეტთან მჭიდრო კონსულტაციების ფარგლებში მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები






