ოქტომბრიდან, ყველა პროგნოზით, ეპიდსიტუაცია დამშვიდდება - პრემიერი
პოლიტიკა - 11:23, 30 Aug, 2021     3448

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ექიმებისა და მეცნიერების პროგნოზით, ეპიდვითარება ოქტომბრიდან უნდა დასტაბილურდეს.

"ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. ბოლო დღეების განმავლობაში, შედარებით, თითქოს, დასტაბილურდა სიტუაცია და დამშვიდებისკენ მიდის პროცესი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ უნდა მოვეშვათ და მაქსიმალურად მობილიზებულად უნდა გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, მთელი ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად მუშაობს. მობილიზებულად მუშაობს, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას გმირულად ემსახურება. ჩვენ ადრეც ვთქვით და მინდა გავიმეორო, რომ არცერთი მოქალაქე არ უნდა დაგვრჩეს ზრუნვის გარეშე და ყველას მაქსიმალურად ზრუნვა უნდა აღმოვუჩინოთ. ამას გარდა, უნდა გავიმეორო, რომ ამ სიტუაციაში ჩვენთვის მთავარი გამოსავალი არის აცრები და ვაქცინაციისკენ ყველას უნდა მოვუწოდოთ. ჩვენ მილიონ ადამიანს მალე ავცრით. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე ორი მილიონი მოქალაქე უნდა იყოს აცრილი. მათგან ზოგი იქნება ერთჯერადად, ზოგი ორჯერადად აცრილი. ალბათ, მილიონს გადატანილი ექნება კორონავირუსი და აქვს კიდეც. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვფიქრობთ და ჩვენი ექიმები და მეცნიერები ამბობენ, რომ შედარებით დასტაბილურდება სიტუაცია. მათი პროგნოზია ეს. რამდენიმე კვირა დაგვრჩა, რომ ყველამ ერთად გადავიტანოთ ეს მძიმე პერიოდი და ოქტომბრიდან, ყველა პროგნოზის მიხედვით, იქნება მშვიდი პერიოდი, დამშვიდდება სიტუაცია, თუმცა იქამდე უნდა მივიდეთ მობილიზებულად და ეს სიტუაცია უნდა იმართოს.

აცრების პროცესი მიმდინარეობს ძალიან კარგად. მინისტრმა ასევე გააფართოვა ვაქცინაციის პროცესი თბილისშიც, ავტობუსებშიც დავიწყეთ. კიდევ უნდა გაფართოვდეს ეს პროცესი. რეგიონებიც უნდა მოვიცვათ. მნიშვნელოვანია ასევე სამხედრო ექიმების ჩართულობა, რეგიონებში სოფლად დადიან და ადგილზე ცრიან მოსახლეობას. ჩვენ ყველა სოფელში უნდა ჩავიტანოთ ვაქცინები და ადგილზე შევთავაზოთ მოსახლეობას უფასო აცრა. საკმაოდ დიდი მზაობა გამოიჩინა მოსახლეობამ. ეტაპობრივად იხსნება სკეპტიკური დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია. ამ სიტუაციაში პირბადის ტარება და აცრა არის გამოსავალი იმისთვის, რომ ქვეყანა არ ჩაიკეტოს, ეკონომიკური განვითარება გაგრძელდეს და ჩვენც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42