აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას, ვლადიმერ ზელენსკის ოთხშაბათს თეთრ სახლში შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
"ეს ვიზიტი დაადასტურებს შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის აგრესიის ფონზე", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ლიდერები ასევე განიხილავენ ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხს და თეთრი სახლის მხარდაჭერას კორუფციის დაძლევასა და რეფორმის დღის წესრიგის განხორციელებაში პრეზიდენტ ზელენსკის ძალისხმევის მიმართ.
აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა დაგეგმილზე ორი დღით გვიან იმართება, რისი მიზეზიც ის გახდა, რომ ჯო ბაიდენი დაკავებულია აშშ-ში ქარიშხალ „იდას“ შედეგების გამკლავებისა და ავღანეთიდან აშშ -ის ძალების გაყვანის პროცესების კონტროლით.
მასალის გამოყენების პირობები