30 აგვისტოს თბილისის ცალკეულ უბნებს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ "თელასი" ავრცელებს.
ნაძალადევის რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, გურამიშვილის., ხევძმარის და თემქის ქუჩების მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის, დაბა ტაბახმელას, რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის, დიმიტრი გულიას, დიდი ხეივნის, შოთა ნიშნიანიძის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 00:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, სამხედრო დასახლების, მამკოდის, ქერჩის, გაგარინის, ტაბიძის, ჯანჯღავას, კაჭარავას, ხევძმარის, ახმეტელის, ომარ ხიზანიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ილორის, ხიზამბარელის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 05:00 საათიდან 08:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IV მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, გმირ კურსანტთა, ქერჩის, წყალსადენის, გელა ჭედიას, მონასტრის, ხიზამბარელის, ომარ ხიზანიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, ილორის, ზარზმის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები