"ვიკვეთებით ვიღაცების ინტერესებთან, ხელისუფლებას ვაღიზიანებთ კეთილი საქმის კეთებით - "მედგიდის" ფუნქციონირება 24 საათით შეჩერდება
სოც.მედია - 18:05, 29 Aug, 2021     2825
"მედგიდის" ფუნქციონირება 24 საათით შეჩერდება. ამის შესახებ სოციალური ქსელის ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

"ძვირფასო მეგობრებო!

ჯგუფი “მედგიდი” მორიგი მიზანმიმართული შეტევის სამიზნეა!

საქმე მდგომარეობს შემდეგში - “ტროლებისა და ბოტების” შეუჩერებელი Report-ების გამო, იძულებულები ვართ, რომ დღეს, 29 აგვისტოს, “მედგიდის” ფუნქციონირება 24 საათით შევაჩეროთ, რაც ერთგვარი პრევენციაა იმისათვის, რომ გადავარჩინოთ ჯგუფი რიგით მესამედ სოციალური სივრცეებიდან გაქრობას/დაბლოკვას.

თუ ვისი სურვილია ამ ყოვლად უანგარო სიკეთის საკეთებლად შექმნილი ჯგუფის მესამედ(!) გაქრობა, ალბათ უკვე ყველასათვის ცხადი ხდება.

თუ ვინმე კიდევ ვერ ხვდება რაშია საქმე, ვეცდები უკეთ განვმარტო.უფრო ნათელი და კარგად აღსაქმელი, რომ გახდეს:

* ჯგუფი, რომელიც უდიდეს პასუხისმგებლობას იღებს და სახელმწიფოსგან ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე ზრუნავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და მათი სიცოცხლის გადარჩენაზე, დროებით, თუმცა წყვეტს ფუნქციონირებას!

* საყურადღებოა, რომ ჩვენი ჯგუფი აერთიანებს 100,000 ადამიანს (ერთ კვირაში)- ამ ეტაპზე მეტწილად პოსტები კოვიდის თემატიკასთანაა დაკავშირებული, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჯგუფის წევრებს, ნებისმიერი სამედიცინო თემატიკის კითხვაზე მინიმუმ კონსულტაცია და მაქსიმუმ სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება ეწევათ სრულიად უფასოდ, მაღალკვალიფიციური ექიმებისგან.რატომ?

* იმიტომ, რომ ვიკვეთებით ვიღაცების ინტერესებთან, რაც არაერთხელ გამიჟღერებია.

* იმიტომ, რომ ხელისუფლებას ვაღიზიანებთ კეთილი საქმის კეთებით.

* იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში, ამ ხელისუფლების პირობებში ანტივაქსერული კამპანია უფრო ხელშეწყობილია ვიდრე ვაქცინაციის სწორი საინფორმაციო კამპანია.

* ქვეყანაში სადაც დღეში საშუალოდ 60-80 მდე ადამიანი იღუპება და ხელისუფლებამ ეს ტრაგედია სტატისტიკად აქცია!!

ძალიან ვცდილობდი, რომ ასე მკაფიოდ არ დამეფიქსირებინა ჩემი აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ბოდიშს გიხდით ყველას, თუ ვინმე გაღიზიანდით ჩემი რადიკალური პოზიციით, თუმცა რეალობა ასეთია. მოგვეცით საშუალება თუნდაც მცირედი წვლილი შევიტანოთ ადამიანების გადარჩენაში!

მე, ჩემი მხრიდან გპირდებით, რომ მაქსიმალურად ვეცდები ამ 24 საათის მანძილზე კვლავ თქვენ გვერდით ვიდგე და კვლას “ახლავე”-ს რეჟიმში ვიყო. მომწერეთ და დამირეკეთ, რასაც შევძლებ ყველაფრით დაგეხმარებით." - წერს სოფო ჯაფარიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42