,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა წამალაშვლი facebook-ზე სტატუსს აქვეყნებს:
"ისეთი დროა კონკრეტული მაგალითებით უნდა გავამხნეოთ ერთმანეთი.სინამდვილეში ნამდვილი ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ი არც თუ ისე ცოტაა ჩვენს გარშემო და მათი არსებობა გვაძლევს სიკეთის რწმენას.
ჩემი დიდი ხნის მეგობარი Natia Chkuaseli ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში მოხვდა კოვიდის გართულებით, ძალიან ცუდად იყო, საბედნიეროდ აცრამ იმუშავა, დასტაბილურდა და რამდენიმე დღეში გამოწერეს კიდეც. სუსტად იყო, რეაბილიტაცია სჭირდებოდა, ეს კი ჩაჯდა მანქანაში და თბილისიდან მარტო წავიდა სამეგრელოში და რატომ?
იმ დროს კოვიდით ცუდად იყო ნათიას ერთი მეგობარი და არ შეეძლო ასევე კოვიდით მძიმედ მყოფი ბებიის მიხედვა, ბებიას სასწრაფოდ სჭირდებოდა კლინიკაში გადაყცანა, მძიმდებოდა, კატასტროფის ცენტრისთვის ლოდინი კი აღარ შეიძლებოდა, კლინიკიდან სულ ახლად გამოსული ეს დასუსტებული ნათია წავიდა ასე სიშორეს, იმიტომ რომ იმუნიტეტი მაქვსო, იმიტომ რომ ა დ ა მ ი ა ნ ი ვარო ! ჩაისვა მანქანაში მეგობრის ბებო, წამოიყანა თბილისში და ჩააბარა სანდო ექიმებს კლინიკაში.
ასეთი ისტორიები გადაწონის და გადაანგრევს ყველა სიბნელეს!"
მასალის გამოყენების პირობები