რა არის თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია?
საზოგადოება - 10:44, 28 Aug, 2021     1754

ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარების შედეგად 8 მილიონი ადამიანი იღუპება. თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია კი წარმოადგენს შესაძლებლობას, გადავარჩინოთ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე.

დებატები იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა თამბაქოს ზიანის შემცირება, უკვე ათწლეულებია მიმდინარეობს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბაზარზე ახალი ტექნოლოგიების გამოჩენის შედეგად “თამბაქოს ზიანის შემცირების” სტრატეგიის შესაძლო სარგებლის შესახებ დისკუსია კი აქტიურ ფაზაში გადავიდა.

ზიანის შემცირების შესახებ

თავდაპირველად, “ზიანის შემცირების” ცნება ნარკოტიკებთან მიმართებით შეიქმნა და მიზნად ისახავდა მავნე და დამოკიდებულების გამომწვევი ჩვევების შედეგად ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას. “ზიანის შემცირების სტრატეგიის” თანახმად, საუკეთესო გამოსავალს ამ მავნე ჩვევებისგან სრულად გათავისუფლება და მავნე პროდუქტების მოხმარებისთვის თავის დანებება წარმოადგენს, თუმცა ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის. სწორედ ამიტომ, აღნიშნული სტრატეგია იმ ალტერნატიული პროდუქტების შესაძლო სარგებელს ითვალისწინებს, რომლებიც ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას უწყობენ ხელს.

რას გულისხმობს თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია?

თამბაქოს ზიანის შემცირების ცნება თავდაპირველად 1976 წელს გაჩნდა, როდესაც პროფესორმა მაიკლ რუსელმა თქვა, რომ “ადამიანები ნიკოტინის მიღების მიზნით ეწევიან, თუმცა ისინი კუპრის შედეგად კვდებიან” და განაცხადა, რომ ნიკოტინისა და კუპრის თანაფარდობა “უსაფრთხო მოწევის” შესაძლებლობას წარმოადგენდა.

ამ პერიოდიდან მოყოლებული გაჩნდა მეცნიერულად დადასტურებული საფუძველი იმისა, რომ თამბაქოს მოხმარების შედეგად ორგანიზმისთვის მიყენებულ ზიანს არა ნიკოტინი, არამედ თამბაქოს წვის შედეგად გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებები წარმოადგენდა. ტრადიციული სიგარეტებისგან განსხვავებით, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები წარმოქმნიან ნიკოტინს და ამცირებენ კვამლში არსებული ტოქსიკური ნივთიერებების რაოდენობას.

თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის მთავარ ინსტრუმენტს კი თამბაქოს ელექტრონული სიგარეტები და გასახურებელი მოწყობილობები წარმოადგენს, რომელიც იმ ზრდასრულ მწეველებს, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს მოწევას, აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ნიკოტინის სასურველი რაოდენობა და შეამცირონ ტრადიციული სიგარეტის მოხმარების შედეგად ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი.

დღეს ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიას “თამბაქოს ეპიდემიასთან” ბრძოლის პროცესში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

“ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარების შედეგად 8 მილიონი ადამიანი იღუპება. თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია კი წარმოადგენს შესაძლებლობას, გადავარჩინოთ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე”, - ამბობს დავიდ სვეარონი, ჯანდაცვის ექსპერტი.

თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესაძლო სარგებელს კი აღიარებენ მსოფლიოს ჯანდაცვის ისეთი გავლენიანი ორგანიზაციები, როგორებიც არის: Public Health England და აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42