"არასწორი დამოკიდებულებაა" - კალაძე ისევ ესტონეთის პრეზიდენტს აკრიტიკებს
პოლიტიკა - 11:51, 27 Aug, 2021     1478

თბილისის მერი, კახა კალაძე, რიტორიკას არ ცვლის და ისევ ესტონეთის პრეზიდენტს აკრიტიკებს - მისი თქმით, კერსტი კალიულაიდის განცხადებები "შეურაცხმყოფელია".

"ნამდვილად არასწორია ის დამოკიდებულება და განცხადებები, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო გაკეთებული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. უამრავი რეფორმა, წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით და ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემას ქმნის, პირველ რიგში, ჩვენს ხალხში, ქართველებში, იმიტომ, რომ უჩენს სკეპტიციზმს. შესაბამისად, ასეთი განცხადებები არ არის მიზანშეწონილი“, - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

ხოლო ჟურნალისტის შეკითხვას, აფუჭებს თუ არა საქართველო-ესტონეთის ურთიერთობას "ისეთი არადიპლომატიური განცხადება, რომელიც თბილისის მერმა საქართველოსთან დაკავშირებით ესტონეთის პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ გააკეთა კალაძე პასუხობს:
"ჰკითხეთ ესტონეთის პრეზიდენტს აფუჭებს თუ არა. აუცილებლად უნდა დაუსვათ ეს შეკითხვა ესტონეთის პრეზიდენტს. თქვენ პირველები უნდა იყოთ, იმიტომ, რომ ქართველები ხართ, ამ ქვეყნის მოქალაქეები ხართ, ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებებით პირველ რიგში, თქვენ უნდა იყოთ გაღიზიანებული" ,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი მიიჩნევს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, შესაძლოა 20-წლიანი მუშაობა დასჭირდეთ ევროკავშირში გაწევრიანების მზაობის მისაღწევად. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, პირადად ის ევროკავშირის გაფართოების მომხრეა, თუმცა ამას დიდი დრო სჭირდება. ამ განცხადების საპასუხოდ თბილისის მერმა განაცხადა, რომ "ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42