Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო კორპორაციულ ციფრულ ბანკად დაასახელა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:42, 27 Aug, 2021     1395

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი 2021 წელს საქართველოში საუკეთესო კორპორაციულ ციფრულ ბანკად დაასახელა.

გამოცემამ ბანკი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით კიდევ 5 ქვეკატეგორიაში ცნო საუკეთესოდ. ესენია: ინვესტიციების მართვის ონლაინსერვისები, ვაჭრობის დაფინანსება, ხაზინის ონლაინსერვისები, მობილურზე ადაპტირებადი პლატფორმა, საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

Global Finance-მა საქართველოს ბანკს ჯილდოები მსოფლიო დონის ჟიურის წევრების, Infosys -ის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით მიანიჭა.

“სწრაფად მზარდ ციფრულ ბიზნეს გარემოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ციფრული ტექნოლოგიები, ვინაიდან სწორედ ეს განაპირობებს დღეს ბიზნესის სამომავლო წარმატებას. „Global Finance“-ის მხრიდან მსგავსი აღიარება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ციფრული ტრანსფორმაციისაკენ სწორი გეზი გვაქვს აღებული. ეს ჯილდო ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობას იღებდა ბანკის დისტანციური პროდუქტების შექმნაში. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ როგორც უკვე არსებული პროდუქტებისა და სერვისების დახვეწას, ასევე ინოვაციების დანერგვას, რათა მეტი შესაძლებლობები შევუქმნათ ჩვენს ბიზნეს მომხმარებელს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული ჯილდოს მოსაპოვებლად, ბანკები მონაწილეობას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით იღებდნენ. საქართველოს ბანკთან ერთად,

გამარჯვებულებს შორის არიან ისეთი საერთაშორისო ბანკები, როგორიცაა: Sberbank, Alfa-Bank, Tinkoff Bank, Evoca Bank, UniCredit Bulbank, OTP Bank და სხვ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42