დღეიდან მოქალაქეები სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე აიცრებიან. ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ახალი პროექტის მიხედვით, სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცე მოეწყობა და რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები, ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ. მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ.
იმუნიზაცია "სინოვაკის", "სინოფარმისა" და "ფაიზერის" ვაქცინით იქნება შესაძლებელი. მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.
ვარკეთილი, გლდანი და სადგურის მოედანი - თავდაპირველად, იმუნიზაციის პროცესი სწორედ ამ უბნებიდან დაიწყება. ეს ის ლოკაციებია, სადაც მასობრივი ვაქცინაციის სივრცეები ამ დრომდე არ იყო მობილიზებული.
მობილური იმუნიზაციის პროექტის განხორციელებას სამედიცინო ჰოლდინგი და რესპუბლიკური საავადმყოფო უზრუნველყოფს.
მასალის გამოყენების პირობები