პანკისის ხეობაში დაკავებული პირების გიორგი გაბუნიას საქმესთან შესაძლო კავშირი - სუსი განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 22:33, 26 Aug, 2021     4152
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პანკისის ხეობაში დაკავებული პირების ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმესთან შესაძლო კავშირზე, ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პანკისის ხეობაში დაკავებული პირების გიორგი გაბუნიას საქმესთან შესაძლო კავშირზე. ინფორმაცია თითქოს ადვოკატებისთვის გადაცემულ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობაზე ჩაწერილი იყო ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას ბრიფინგის ამსახველი კადრები სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნულს არანაირი შემხებლობა მოცემულ საქმესთან არ გააჩნია და ადვოკატებისთვის გადაცემულ ელექტრონულ მასალებში ჩაწერილი იყო მხოლოდ ტერორიზმში ბრალდებულ პირებთან დაკავშირებული მტკიცებულებები.ამასთან, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაკავებულ პირებს და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატებს, ბრალდების წარდგენისთანავე გადაეცათ სისხლის სამართლის საქმის სრული ასლები მატერიალურად და ელექტრონული ინფორმაცია ჩაწერილი გარე მეხსიერების ბარათებზე. ბრალდების წარდგენის ეტაპზე საქმე არ შეიცავდა საიდუმლო მასალებს, რაც ბრალდებულებსა და მათ ინტერესთა დამცველებს აძლევდათ მისი დაინტერესებული პირებისთვის გადაცემის ან გასაჯაროების შესაძლებლობას, შესაბამისად აღნიშნული მასალები ხელმისაწვდომი გახდა მედიისა და საზოგადოებისთვის.გვსურს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართებით შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების გარშემო მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება ერთის მხრივ აზიანებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმიჯს და მიზნად ისახავს უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებას, ხოლო მეორეს მხრივ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის უსაფრთხოებას" - ნათქვამია განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42