თბილისის მერმა, კახა კალაძემ, "თბილსერვისის" თანამშრომლის ირაკლი ბაღდავაძის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ "პროტესტის გამო არავის გაუთავისუფლებია".
"პროტესტის გამო არავის არ გაუთავისუფლებია. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ეს იყო თანამშრომლების მოთხოვნა და ეს იყო ის შეურაცხმყოფელი განცხადებები, რაც თავისი თანამშრომლებიც მიმართ განახორციელა. სხვათაშორის, თქვენ რომელ ტელევიზიას წარმოადგენთ? თქვენივე ტელევიზიის მეშვეობით შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანამშრომლებს", - ამბობს კახა კალაძე და "მთავარი არხის" ჟურნალისტს მიმართავს.
ცნობისთვის, ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან 23 აგვისტოს გაათავისუფლეს. როგორც თავად ამბობს, მიზეზი მისი ხმაურიანი განცხადებები გახდა "თბილსერვისში" არსებული კორუფციისა და დამამცირებელი სამუშაო პირობების შესახებ.
აქვე გეტყვით, რომ თბილისის მერიაში კი ამტკიცებენ, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი უკანონოდ გაფიცვის ორგანიზების, თანამშრომლებთან დაპირისპირების და მათზე მუქარის გამო გათავისუფლდა.
მასალის გამოყენების პირობები