"ახალგაზრდის ღისით-მზისით მოტაცების ფაქტი ივანიშვილის მიერ შექმნილი კლიმატის პირდაპირი შედეგია“ - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 18:30, 26 Aug, 2021     1100

„როდესაც პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრთან მიმართებაში ხდება ასეთი ფაქტები, სადაც ცნობილია, რომ ამას მოყვება მისი პოლიტიკური გუნდის „ევროპული საქართველოს“ რეაქცია და მედიის ყურადღება, იქ სადაც ბედავენ ასეთ რაღაცას კიდევ უფრო დაუცველები არიან რიგითი მოქალაქეები,“ - ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ბრიფინზე განუცხადა

როგორც ბოკერია აღნიშნავს, „ევროპულ საქართველოს“ არასოდეს ავტომატურად არ უსვრია ტალახი ხელისუფლებისკენ. ამიტომ სანამ ყველაფერი არ გაირკვევა არ ვსაუბრობთ პოლიტიკურ მოტივებზე.

ჩვენთვის, რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი თელავის რაიონის სოფელ ნასამხრალის საკრებილოს წევრობის კანდიდატის ნინო გალახვარიძის შვილი იქნა გატაცებილი ჩვენთვის ამ მომენტისთვის უცნობი პირების მხრიდან, ამ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოები არიან საქმის კურსში ჩაყენებული, თქვენ იცით, რომ „ევროპულ საქართველოს“ არასოდეს ავტომატურად არ უსვრია ტალახი ხელისუფლების მხრიდან სანამ არ ვიცით და არ გვაქვს საფუძველი, რომ პირდაპირ დავაბრალოთ პოლიტიკური მოტივი ამ ყველაფერს, მანამდე ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ზოგადი ვითარებიდან გამომდინარე და დამატებით ოჯახის ინფორმაციაზე დაყრდნობით საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს შეიძლება იყოს კავშირში იმ პირებთან, რომლებიც ახლო ურთიერთობაში არიან ადგილზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო მანქანასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელდება ვინმე კუპრაშვილის გვარი, ყველა შემთხვევაში იმისდა მიუხედავად რა გაირკვევა, რა არის მოტივი დანაშაულის ის ვითარება, რომელშიც შესაძლებელია, რომ კრიმინალურმა ჯგუფებმა ან კრიმინალური მიდრეკილების მქონდე ახალგაზრდებმა დღისით-მზისით მოიტაცონ ადამიანი არის პირდაპირი პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმის, მის მიერ შექმნილი კლიმატის შედეგია ეს შესაძლებელი და როგორც წესი ის პირები, რომლებიც პოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა მოტივით ასეთ ქმედებებში არიან შემჩნეულნი კრიმინალური მიდრეკილებების ან კრიმინალში მხილებული პირები არიან წინასაარჩევნო პერიოდში პირდაპირ მიბმული „ქართული ოცნების“ საარჩევნო მანქანასთან, ეს არის მათი საფირმო ნიშანი კამპანიის, ამიტომ არის განსაკუთრებულად საგანგაშო ეს შემთხვევა იმიტომ, რომ, როდესაც პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრთან მიმართებაში ხდება ასეთი ფაქტები, სადაც ცნობილია, რომ ამას მოყვება მისი პოლიტიკური გუნდის „ევროპული საქართველოს“ რეაქცია და მედიის ყურადღება, იქ სადაც ბედავენ ასეთ რაღაცას კიდევ უფრო დაუცველები არიან რიგითი მოქალაქეები, ამიტომ ჩვენ პირდაპირ ვაკისრებთ პასუხისმგებლობას ქართული ოცნების ხელისუფლებას მიუხედავად იმისა რა მოტივი გაირკვევა საბოლოოდ ამ დანაშაულის, იმ კლიმატის გამო რაც მათ ქვეყანაში შექმნეს და მოვითხოვთ კატეგორიულად საჭირო ზომების მიღებას სამართალდამცავი ოგანოების მხრიდან, ის პირები ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა იქნან დასჯილი. - განაცხადა ბოკერიამ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42