გახარია არის "მაზაკვალი" მოღალატე - ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 16:12, 26 Aug, 2021     2418

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გახარია არის მოღალატე და მან სახელმწიფოსა და ხალხს უღალატა.

"მე მინდა მოსახლეობას ავუხსნა -კაცი იყო ჯერ ბიზნესომბუდსმენი. 2012 წლის პირველი ოქტომბრის პროცესებში მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, ჩამოვიდა მოსკოვიდან, შემდეგ ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში, დაინიშნა ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ ეკონომიკის მინისტრად, შსს მინისტრად, გახდა პრემიერ-მინისტრი და მთელი გუნდი და ჩვენი პარტიის დამფუძნებელი სრულ ნდობას უცხადებდა ამ ადამიანს. გახსოვთ ალბათ, მისი მმართველობის დროს ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული. ძალიან მძიმე შედეგებით, თუნდაც კლუბების, პანკისის წარუმატებელი ოპერაცია, გავრილოვის ღამის მართვა, რაშიც „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასი გადაიხადა და ყველაფერი ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე განხორციელდა. ამის შემდეგ მთელი გუნდი მას გადაეფარა, შეინარჩუნა, გვერდში დაუდგა, პანდემიისას მთელი მთავრობა იყო ჩართული და მას მაქსიმალურად მთელი პარტია ვაძლიერებდით და ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი კრიტიკული დრო როცა დადგა და ჩვენი გუნდის ფარგლებში მან, პირდაპირ უნდა ითქვას, სახელმწიფოსა და ჩვენი გუნდის წინაშე ღალატი ჩაიდინა. ამას პარტიის დამფუძნებელმაც დაარქვა სახელი. მან უღალატა ჩვენს გუნდს, სახელმწიფოს, იმიტომ, რომ ქვეყანა ასეთ დროს პირდაპირ მიატოვა.

ალბათ, მსოფლიოს ისტორიაში ანალოგია არ მოიძებნება, როცა უმაღლესი პოლიტიკური პირი, პრემიერ-მინისტრი გადადგა მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ-ერთი თავზე გასული ადამიანის დაჭერას არ დაეთანხმა, მაშინ როცა, წინა საათებში ის დაჟინებით თავად ითხოვდა მის დაკავებას. ამის გამო ადამიანმა მიატოვოს და შუა ოპერაციის დროს სისტემა დააყენოს ჩამოშლის საფრთხის წინაშე, რა თქმა უნდა, არის ღალატი, პირველ რიგში, სახელმწიფოს და ჩვენი გუნდის წინაშე. ამის შემდეგ გახარია გამოვიდა და თქვა, რომ აპირებდა პოლიტიკაში დარჩენას. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, მიზანმიმართულად ის და მისი გუნდის წევრები ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს, ის იყო ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რაც სრული სიცრუეა. ამის თაობაზე პარტიის დამფუძნებელმა გააკეთა განცხადება და დაარქვა სახელი, როგორც მოღალატე სახელმწიფოს და ჩვენი გუნდის. ამის შემდეგ მეორე ვერსია გაავრცელა, თითქოს, შესაძლო კოალიციაში „ქართული ოცნება“ გახარიას პარტიას განიხილავს. კითხვას ვუსვამ ნებისმიერ მოქალაქეს - კაცი, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებით ნდობას დაამსხვრევს, უღალატებს და ზურგში ლახვარს, დანას ჩაარტყამს კრიტიკულ სიტუაციაში და საკუთარი გადაწყვეტილებით თავად ანგრევს ნდობას, რომელიც 8 წელი ერთად ვაშენეთ, როგორ შეიძლება მას ნდობა გამოუცხადოს მმართველმა გუნდმა და ასევე, ჩვეულებრივმა ადამიანებმა?!

რა თქმა უნდა, ჩემს თვალში გახარია არის მოღალატე, მეტსაც გეტყვით, გახარია არის იშვიათი მოღალატე, სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ, ის არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42