2 ოქტომბრის არჩევნებს 350 მოკლევადიანი საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება
პოლიტიკა - 15:54, 26 Aug, 2021     1124

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ ჯონსონის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცედურას 350 მოკლევადიანი საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება. 2 სექტემბერს კი ქვეყანაში 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი ჩამოვა.

"ჩვენი მთავარი მისია გახლავთ, რომ დავაკვირდეთ არჩევნებს და ასევე, სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ სათანადოდ იყოს დაცული საარჩევნო პროცედურები. ოდირი ასრულებს თავის მანდატს, რაც გულისხმობს არჩევნების მონიტორინგს. ჩვენ უკვე გავმართეთ შეხვედრა საარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად და ცენტრალურ საარჩევო კომისიასთან ერთად, გავაცანით მათ ჩვენი გუნდი და გავაცანით ჩვენი მისიის საქმიანობების შესახებ დეტალები. ჩვენი სადამკვირვებლო მისია შედგება ძირითადი გუნდისგან, რომელიც შედგება 12 საერთაშორისო ექსპერტისგან, ესენი არიან საარჩევნო, პოლიტიკური, მედია ანალიტიკოსები, გარდა ამისა ტექნიკური და ლოჯისტიკური ექსპერტები არიან ჩართულები ამ მისიაში.

ძირითადი ჯგუფი დაფუძნებულია თბილისში და ჩვენი დროებითი ოფისი იქნება აქ მომდევნო 7 კვირის განმავლობაში. 2 სექტემბერს ჩამოვა, ასევე, 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი. ისინი განთავსდებიან მთელი ქვეყსნის მასშტაბით და დააკვირდებიან რეგიონულ დონეზე საარჩევნო პროცესებს. არჩევნების დღემდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენ მოვითხოვეთ, რომ გვყავდეს 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი. მათი როლი იქნება, რომ დააკვირდნენ კენჭისყრის პროცედურებს, ასევე ხმის დათვლის პროცედურებს მთელს ქვეყანაში. მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ ჩვენ ვაკვირდებით არჩევნებს ოდირის მიერ დადგენილი სადამკვირვებლო მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომელიც იყო გადახედილი და ამ მეთოდოლოგიას აქვს 20- წლიანი ისტორია. ჩვენ ასევე დავაკვირდებით საარჩევნო კამპანიის აქტივობებს, ასევე, კამპანიის დაფინანსებას, მედია გარემოს, მედია გაშუქებას და დაფარვას, ასევე, იურიდიულ, სამართლებრივ ჩარჩოებს და დავების მოგვარების საკითხს. შესაბამისად, ჩვენ გავმართავთ მთელ რიგ შეხვედრებს საარჩევნო ადმინისტრაციასთან, ძირითადად ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ასევე, მედია წარმომადგენლებთან," - განაცხადა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42