ნათია თურნავა - მთავრობის ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმის ფარგლებში, სამეგრელოში ისევე, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, კიდევ ბევრი გაკეთდება
პოლიტიკა - 15:17, 26 Aug, 2021     1003

ჩვენი მთავრობის მიერ დაწყებული გაზიფიცირების მასშტაბური პროექტის ფარგლებში, სამეგრელოში, მათ შორის წალენჯიხაში, ეს სიკეთე ახლა უკვე თითქმის ყველასთვის ხელმისწავდომია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წალენჯიხაში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გაზიფიცირების სამწლიანი გეგმა 2021 წელს სრულდება, თუმცა მასშტაბური პროგრამა გრძელდება - განხორციელდება დამატებითი სამწლიანი გეგმა, რომელიც 2022-2024 წლებს ითვალისწინებს.

„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოსახლეობის გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმის მიხედვით, ყველაზე მეტი მოსახლე სწორედ სამეგრელოში იქნება გაზიფიცირებული. - სულ 92 დასახლებული პუნქტი, რომლის გაზიფიცირება წელს დასრულდება. გარდა ამისა, 2022-2024 წლებში 82 ახალი დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებაა გათვალისწინებული. ასევე გაგრძელდება გაზიფიცირება მარტვილში, სენაკში, აბაშაში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი იქნება პირველი, რომელიც სრულად იქნება გაზიფიცრებული და ამ დღეებში დასრულდება. ასევე ხაზი უნდა გავუსვა, რომ 45 კმ-იანი მკვებავი მილი ჩვენ არსად გაგვიყვანია საქართველოში და გაკეთდა სპეციალურად წალენჯიხისთვის", - განაცხადა ნათია თურნავამ.

სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა ასევე ისაუბრა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამებზე და სამეგრელოში თევზსაჭერი ფლოტის აღდგენაზე. მისივე თქმით, მთავრობის ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმის ფარგლებში, სამეგრელოში ისევე, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, კიდევ ბევრი რამ გაკეთდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42