მართალია, ჯერჯერობით ცნობილი არ არის სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება თუ ისევ ონლაინ მოუწვეთ მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასწრება, თუმცა, წინა სასკოლო სამზადისი ნებისმიერ შემთხვევაში საჭირო და აუცილებელია.
დიახ, ახლოვდება სასწავლო წელი და დროა, ჩამოწეროთ საკანცელარიო ნივთების გრძელი სია. თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ სად ჯობს საჭირო ნივთების შეძენა, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა.
რა სასკოლო ნივთებს გთავაზობთ Extra?
ონლაინ მაღაზიამ Extra.ge „back to school“ აქციაზე ფიქრი ყველაზე ადრე დაიწყო და სასკოლო ნივთების უზარმაზარი არჩევანი წარმოადგინა.
რვეულები და ბლოკნოტები ნებისმიერი კლასის მოსწავლეს სჭირდება, ექსტრა ამ მხრივ საოცარ მრავალფეროვნებას გთავაზობთ.
სახატავი, გასაფერადებლები, ფანქრები და ფლომასტერები დაწყებითი კლასების ბავშვებისთვის საყვარელ გასართობია, თუმცა სასკოლო პროცესშიც აქტიურად ხდება მათი გამოყენება. ამასთან ერთად მუყაო, ფერადი ფურცლები, თიხა, საძერწი მასალა საჭიროა მოსწავლეების ორიგინალური იდეების განსახორციელებლად.
ამ ნივთების ორგანიზებულად შესანახად პენალი და ჩანთაა საჭირო. სხვადასხვა ფორმის, ფერის, დიზაინის, ფუნქციის პენლები თქვენს პატარებთან ერთად, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ შეარჩიოთ ექსტრაზე.
რაც შეეხება ჩანთებს, ასორტიმენტი გათვლილია როგორც I-IV კლასის მოსწავლეების, ასევე თინეიჯერების გემოვნებაზე. მყარზედაპირიანი, ღრმა, რამდენიმე განყოფილებით, ყურსასმენებით თუ მის გარეშე, სადა თუ ნახატებიანი, ექსტრაზე ნებისმიერი გემოვნების მოზარდისთვისაა ჩანთები.
პროდუქციის დეტალურად დასათვალიერებლად ეწვიეთ საიტს Extra.ge და მოემზადეთ სკოლისთვის.
რა უპირატესობა აქვს ონლაინ შეძენას?
რატომ უნდა იყიდოთ ექსტრაზე სასკოლო ნივთები? იმიტომ რომ 31 ივლისამდე ექსტრას აქვს აქცია „მარტივი ქეშბექი“, რაც გულისხმობს ექსტრაზე დახარჯული თანხის 30%-ის ექსტრას ბალანსზე დაბრუნებას. არამარტო სასკოლო, არამედ ნებისმიერი ნივთის ყიდვისას, გადაიხადეთ Mastercard-ით და ღირებულების 30% დაგიბრუნდებათ ექსტრას ბალანსზე, ამასთანავე ისარგებლებთ უფასო მიწოდების სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით.
პანდემიის პირობებში, ხალხმრავალ ადგილებში სიარული ნამდვილად არ არის სასურველი, სწორედ ამიტომ საუკეთესო გზა სასკოლოდ მოსამზადებლად არის Extra.ge. მშვიდად შეარჩევთ ნივთებს ონლაინ, არ დახარჯავთ ზედმეტ დროსა და ენერგიას, განახორციელებთ შეკვეთას, დაზოგავთ თანხას და ექსტრას კურიერები უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით სახლში მოგიტანენ შენაძენს.
იჩქარეთ, აქცია ძალაშია 31 აგვისტოს ჩათვლით, ხარჯეთ გონივრულად ექსტრასთან ერთად - ეს ერთი და სხვა მრავალი. ექსტრაზე ნახავთ ყველაფერს რაც გაგიხარდებათ.
მასალის გამოყენების პირობები