საქართველოს ბანკის დაფინანსებით შექმნილი სოციალური საწარმოს პროდუქცია ამაზონზე გაიყიდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:17, 26 Aug, 2021     1329

26 აგვისტო, 2021- საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ბიზნესის, მათ შორის სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერაა. ბანკი უკვე წლებია აფინანსებს სოციალურ საწარმოებს. „ბაბალეს წინდა“ კი ერთ-ერთია იმ სოციალურ საწარმოთა შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა. დღეს მისი პროდუქციის შეძენა უკვე amazon.uk-ის საშუალებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან არის შესაძლებელი.

„ბაბალეს წინდა“ ქართველი მხატვრების, ეროვნული მემკვიდრეობის და დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების ნახატების ინსპირაციით შექმნილ წინდებს აწარმოებს. წინდების გაყიდვებიდან შემოსული თანხა კი სრულად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების განმავითარებელი პროგრამების, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობას ხმარდება.

პროდუქციის amazon-ზე განთავსება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერითა და კომპანია Beechwood Trading-ის ხელშეწყობით განხორციელდა.

კომპანიას 11 უნიკალური დიზიანის წინდა აქვს, ხოლო amazon-ისთვის დამატებით წინდების 5 ახალი დიზაინი შეიმუშავა, მოამზადა პროდუქტის პერსონალური შეფუთვა, სადაც გამოხატულია წინდის ინსპირაციის რეპროდუქცია და მოკლე ისტორია ავტორის შესახებ.

„ბაბალეს წინდას“ მისი უნიკალური სოციალური მისია გამოარჩევს და მოხარული ვართ, რომ ამის გაზიარებას საწარმო უკვე საერთაშორისო დონეზე, amazon-ის მეშვეობით შეძლებს. გვინდა მივულოცოთ მათ ეს წარმატება. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს სოციალური მიზნებით გამორჩეული საწარმოების მხარდაჭერას, იმისათვის, რომ მეტ ადამიანს, სფეროს თუ ადგილს მიეცეს განვითარების შესაძლებლობა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ბაბალეს წინდა“ 2019 წელს შეიქმნა. საქართველოს ბანკმა სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის ფარგლებში პროექტის განხორციელება 50 000 ლარით დააფინანსა. საწარმოს მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები გახადოს უფრო რეალიზებული, რომ მათ შეძლონ დამოუკიდებელი ცხოვრება. ვრცლად, საქართველოს ბანკის სხვა CSR პროექტებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://bit.ly/3mxQeXI





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42