ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ უფროსი თაობის მოსახლეობას უფასო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.
ლიბერთისა და ევექსი კლინიკების ერთობლივი მობილური კლინიკის სერვისით ამჯერად სოფელ ინგირის მცხოვრებლებმა ისარგებლეს.
ლიბერთის მომხმარებლების, განსაკუთრებით კი უფროსი თაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოძრავი სამედიცინო კაბინეტის ადგილზე მომსახურება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში განახლებული განრიგით გაგრძელდება სექტემბერში.
„დღეს, უფროსი თაობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, უკვე არაერთი პროექტი წარმატებით განვახორციელეთ და შედეგად ჩვენი უფროსი ასაკის მომხმარებლები სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებით და პრივილეგიებით სარგებლობენ მთელი საქართველოს მასშტაბით. ევექსი კლინიკების ოჯახის ექიმი, ლიბერთის მობილურ ბანკთან ერთად, სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობას ახლო მომავალშიც აქტიურად მოემსახურება“,- განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.
,,პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გამოიკვეთა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობა. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გავზარდოთ სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა. სწორედ ამიტომ, ევექსი კლინიკები ლიბერთი ბანკის მომხმარებლებს სთავაზობს უფასო სამედიცინო შემოწმებას მობილური მანქანით. ეს არის ევექსი კლინიკების და ლიბერთი ბანკის ერთობლივი პროექტი. მობილური მანქანა, სამედიცინო პერსონალთან ერთად სოფლებში მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციას შესთავაზებს.
ევექსი კლინიკები ასევე ჩართულია ლიბერთი ბანკის სოციალურ პროექტში. ამ თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებლები 800-მდე სამედიცინო სერვისსა და სტომატოლოგიურ მომსახურებაზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით სარგებლობენ.“ - განაცხადა ევექსი კლინიკების“ დირექტორმა გიორგი გორდაძემ
მობილური კლინიკის გარდა, ლიბერთის მომხმარებლებისთვის, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში, ევექსი კლინიკების სამედიცინო მომსახურებაზე და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში - მედიკამენტებზე, განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
კერძოდ, ლიბერთის საპენსიო და სხვა სოციალური ბარათით გადახდისას, მომხმარებლებს, ევექსი კლინიკებში 50%-მდე ფასდაკლებით შეუძლიათ ჩაიტარონ ლაბორატორიული კვლევები, ექოსკოპია, რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია, მიიღონ სტომატოლოგიური მომსახურება და უფასოდ გაიარონ კონსულტაცია.
ფარმადეპოს 180-ზე მეტ აფთიაქში კი, უფროსი თაობის მომხმარებლები, 20%-მდე ფასდაკლებით სარგებლობენ 2200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე, მათ შორის ქსელში არსებული სხვადასხვა ყოველდღიური აქციების დროსაც.
მასალის გამოყენების პირობები