23 დეკემბერს მწერალთა სახლში წიგნის ,,იყავი ჩემი სტუმარი" პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა შესრულებული, მისი ავტორები არიან ლონდონში მცხოვრები ქართველი ბანკირი დავით გიგაური და პარიზში მცხოვრები ანა სალდაძე, რომლებმაც მიზნად დაისახეს საქართველოს წარმოჩენა ცნობილი ადამიანების სამზარეულო რეცეპტებით. წიგნში მრავალფეროვან სამზარეულოსთან ერთად ნაჩვენებია სტუმართმოყვარეობისა და სუფრის, ზოგადად დღესასწაულის კულტურა, რაც ნიშანდობლივი გახლდათ ქართველთა ყოფაში.
წიგნში წარმოდგენილია საყოველთაოდ ცნობილი ქართველების: სალომე ანდრონიკაშვილის, პეტრე ბაგრატიონის, ჯორჯ ბალანჩინის, ალექსი მდივნის, გიორგი პაპაშვილის, თამარ თუმანიშვილის,პრინც ნიკოლას თუმანიშვილის ცხოვრების ეპიზოდები და მათი დამოკიდებულება ქართულ სამზარეულოსთან.
წიგნიდან ბევრ საინტერესო სიახლეს შეიტყობს მკითხველი. უცხოელთა თვალში კი საქართველო ცნაურდება, როგორც უძველესი კულტურის ქვეყანა, სადაც ღვინისა და სამზარეულოს მრავალათასწლოვანი ტრადიცია არსებობს.
წიგნი ზაალ სულაკაურის გამომცემლობამ მიერ დაიბეჭდა. მისი პრეზენტაცია 10 დეკემბერს უკვე გაიმართა ლონდონში, ცნობილ "უიათ ქიუიბ" (White Cube) გალერიაში.
საღამოს დაესწრებიან წიგნის ავტორები ანა სალდაძე და დავით გიგაური. საპატიოს სტურმები– მეცნიერები, პოლიტიკოსების, ხელოვანები და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები