რუსთავში საზარელი მკვლელობა მოხდა.
24 წლის პირმა 80 წლამდე მოხუცი ბლაგვი საგნით მოკლა.
როგორც ცნობილია, მოხუცი გოგონას მეზობელი იყო.მკვლელობას სოციალურ ქსელში ანანო ზოიძე ეხმაურება და მოხუცის შესახებ წერს.
„გუშინ მოკლეს ამირან ბაბუა. გუშინ მოკლეს საკუთარ ოთახში! მოკლა ერთმა არაქალმა, არაადამიანმა! 2 შვილის დედამ!! უსუსური, უდანაშაულო მოხუცი.
2018 წელს გავიცანი სურათის გადაღების დღეს. ვეხმარებოდი რითაც და როგორც შემეძლო. ცხოვრებისგან დაჩაგრული,სოციალურად დაუცველი და მაინც ყველანაირად უბოროტო, უკეთილშობილესი ადამიანი იყო. ფისოებს და ლეკვებს უვლიდა,სასადილოდან მოჰქონდა საკვები და მათ უნაწილებდა ლუკმას!
და ის მოკლეს
23 წლის გოგო დაიჭირეს. 2 შვილის დედა. ამირანის სართულზე ცხოვრობდა. 1 თვის წინ ამირანი გაქურდეს (მომიყვა) და საკმაოდ დიდი თანხა წაიღეს, აგროვებდა პენსია+სოციალურს. ჩემი ვარაუდით, გასაქურდად იყო მისული და ან სახლში დაუხვდა, ან თავზე წამოადგა ბაბუა“- წერს ანანო ზოიძე.
მასალის გამოყენების პირობები