საუბნო საარჩევნო კომისიების ტრენინგები და პირველი სხდომები კოვიდ უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს
პოლიტიკა - 20:32, 25 Aug, 2021     1101

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, 3 664 საუბნო საარჩევნო კომისიის 63 000-მდე წევრს სასწავლო ტრენინგები უტარდებათ. ტრენინგის პირველი ეტაპი 25 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

გადამზადების პროცესი ექვს ეტაპად განხორციელდება და მის ჩატარებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 202 ტრენერი და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები უზრუნველყოფენ.

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნითა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის დაწყებამდე, ტრენინგის ყველა მონაწილე ანტიგენზე დამყარებული Covid-19-ის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტით მოწმდება.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები დეტალურად მიიღებენ ინფორმაციას კენჭისყრის დღემდე და კენჭისყრის დღეს საარჩევნო კომისიის მიერ განსახორციელებელ საქმიანობებზე.

ტრენინგების პირველი ეტაპის პარალელურად, საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება, რომელზეც საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს ირჩევენ. საუბნო საარჩევნო კომისიების სხდომები ღიაა ყველა უფლებამოსილი პირისთვის, შესაბამისად, ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს მიმართავს, რომ აქტიურად დააკვირდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების პირველ სხდომებს, რაც პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42