გონიოში,ზღვის სანაპიროზე, თიბისის ფინანური მხარდაჭერით, სასტუმრო „პანო“ გაიხსნა. სასტუმროში განთავსებულია 50 ნომერი და ყველა ნომერს აქვს ზღვის ხედი.
სასტუმრო „პანოს“ სტუმრების მიღება უკვე შეუძლია, საწყის ეტაპზე, აქ ერთდროულად 120 დამსვენელს მოემსახურებიან. „პანოს“ სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ხარისხიანი მომსახურებით; სასტუმროს აქვს ორი აუზი, საკუთარი პარკინგი და რესტორანი.
სტუმრების გამასპინძლებაზე სასტუმროში დასაქმებული 20 ადგილობრივი ზრუნავს. სასტუმროს მშენებლობისთვის 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
თიბისისთვის მნიშვნელოვანია ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერა. როგორც კრიზისულ, ასევე ეკონომიკის აღდგენის პერიოდშიც, თიბისი უცვლელად განვაგრძობთ HORECA სექტორის დაფინანსებას და სახელმწიფო პროგრამებთან თანამშრომლობას, ბიზნესებისთვის რესურსების მოძიების გამარტივების მიზნით.
მასალის გამოყენების პირობები