განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ ოლიმპიურ ჩემიონს, ზურაბ ზვიადაურსა და მის ადვოკატებს სააპელაციო სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი უთხრა.
ადვოკატების ცნობით, ისინი ასაჩივრებდნენ 18 აგვისტოს სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას და ასევე საჩივართან ერთად, ადვოკატების ცნობით, მათ წარადგინეს თავდებობის სია.
„სააპელაციო სასამართლომ უარი გვითხრა საჩივრის განხილვაზე. განიხილა სხვა საკითხები, რომლებიც შემხებლობაში არ იყო ჩვენს დავასთან, აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და ის მოქმედი კანონმდებლობით აღარ საჩივრდება.
შესაძლებელია, მისი გასაჩივრება მოხდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ ზურაბთან“, – განაცხადა ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები