არ მინდა დავაბრალო, რომ ის ნაცმოძრაობის გარე სპიკერი აღმოჩნდა - მდინარაძე სახალხო დამცველზე
პოლიტიკა - 11:45, 25 Aug, 2021     1339

"ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველს განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ფიქრობს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მართებულია, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე.

მდინარაძე, არჩევნების გადადებაზე მსჯელობას "საფუძველს მოკლებულ კამპანიას" უწოდებს და ამბობს, რომ მმართველი გუნდი ყურადღებით დააკვირდება, კიდევ ვინ არის კამპანიაში ჩართული. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ომბუდსმენის მხრიდან არჩევნების გადადების შესახებ მოწოდება პარადოქსია.

"მე კარგად ვიცნობ ნინო ლომჯარიას და არ მინდა მას დავაბრალო, რომ ის გარე სპიკერი აღმოჩნდა ნაცმოძრაობის და სააკაშვილის დავალების შემსრულებელი, მაგრამ როგორც მინიმუმ ის შეცდომაშია შეყვანილი. პარადოქსია, რადგან სახალხო დამცველის მხრიდან გვესმის მოწოდება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, რომლის გარეშეც არჩევნების გადადება შეუძლებელია",-თქვა მდინარაძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, არჩევნების გადადებაზე მსჯელობის დაწყება მართებული იქნება. საკითხზე მსჯელობისკენ ხელისუფლებას ოპოზიციური პარტიებიც მოუწოდებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42