"წარმოუდგენელია, რომ ამ ტიპის სასამართლოში მომუშავე მოსამართლეს მიეღო რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილება. ეს ადამიანები გამოვლენ, გათავისუფლდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დანარჩენს, ვისაც ასე ქუჩაში შეურაცხყოფის მოყენება მოუნდება, დავალებით ან საკუთარი ინტერპრეტაციებით, რაღაც მიღებული ინფორმაციების საფუძველზე, მას შეუძლია თავისუფლად გააკეთოს იგივე. თან ეს ხდება 5 ივლისის შემდეგ, მაშინ, როდესაც ჩვენ დავკარგეთ კოლეგა, სწორედ მსგავსი წახალისებული ადამიანების მხრიდან აგრესიული ქმედებების შედეგად. ეს არის სრული მწვანე შუქი, თქვენ შეგიძლიათ ქუჩაში გააკეთოთ ის, რაც გინდათ ამისთვის ან უდანაშაულოდ გცნობენ, ან მხოლოდ ექვსი თვით არ მოიწყენთ ისე გაატარებთ დროს საკანში", - ამბობს ჟიჟილაშვილი.
შეგახსენებთ, ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები საპატიმროს დღესვე დატოვებენ. სამივე მათგანს შეეფარდა 6-თვიანი პატიმრობა, ეს ვადა კი დღეს იწურება.
მასალის გამოყენების პირობები