შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინ მიიღო.
როგორც სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების მიერ, დაწესებული რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.
„ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც წესდება, მოცემული ვითარების მიხედვით მტკიცდება. რეგულაციის მიღებამდე მას შევისწავლით, რის შედეგადაც ვადგენთ, თუ რა ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს მან. საბჭოს ყველა სხდომაზე ეპიდსიტუაცია დეტალურად განიხილება და ხდება იმ ზომების შემოღება, რომლებიც იმ კონკრეტულ მომენტში არის შესაძლებელი და ეფექტური.
მომავალში რა შეზღუდვები შემოვა, ახლა ვერ გეტყვით. ეს დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, თუ რა არსებული ვითარება გვექნება“, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები