ვაქცინა არის ფიზიკური გადარჩენის წამალი, ჩიპთან მას არანაირი კავშირი არ აქვს - მეუფე საბა
საზოგადოება - 22:59, 24 Aug, 2021     1451
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, საბა ინწკირველმა, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს.

ის აღნიშნავს, რომ ვაქცინა არის ფიზიკური გადარჩენის წამალი, ჩიპთან მას არანაირი კავშირი არ აქვს:
"მრევლმა, უპირველეს ყოვლისა, ყური უნდა უგდოს სინოდის გადაწყვეტილებას, რომ ვაქცინა და კოვიდინფექცია არ არის რელიგიური საკითხი.
ეკლესიის პოზიციაა, რომ უნდა მოვუსმინოთ ექიმებს და ექიმების გადაწყვეტილებებს, მათ რჩევებს.
ვაქცინა არის ფიზიკური გადარჩენის წამალი, ჩვენ ვართ ომში, რომლის წინა ხაზზეც სასულიერო პირები კი არ ვდგავართ, არამედ ექიმები დგანან და თუ გვინდა, მათთან ერთად ვიბრძოლოთ და გამარჯვებულები გამოვიდეთ ამ ომში, ჩვენ მათ უნდა მოვუსმინოთ და მათი რჩევები გავითვალისწინოთ. ექიმებს კი არაერთხელ უთქვამთ, რომ კოვიდინფექციასთან ბრძოლაში გამოსავალი არის აცრა, ვაქცინა და ეს გასაკვირიც არ უნდა იყოს, რადგან ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პანდემიების დროს ყველაზე დიდი გამოსავალი იყო ვაქცინა, დღესაც ასეა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის 99%-ს აცრა აქვს გაკეთებული და რატომ გახდა ეს ახლა პრობლემა, რატომ ვერ უნდა გავუგოთ ექიმებს?
თუკი ვსაუბრობთ ანტიქრისტესა და ჩიპების შესახებ, ეს არ ეხება ვაქცინას, არამედ ჩიპი და ანტიქრისტეს საქმიანობა არის იმ ადამიანების ქმედება, რომლებიც თავისი გონებით და საქმეებით ქრისტეს საწინააღმდეგო ქმედებებს სჩადიან, ქრისტე კი ჩვენ გვასწავლის, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი და გავუფრთხილდეთ საკუთარ სიცოცხლეს, სულიერსაც და ფიზიკურსაც.
სულიერი, რა თქმა უნდა, აღმატებულია, მაგრამ ფიზიკურს არ უარყოფს ქრისტიანობა, რადგან ამ ქვეყნად მარტო სული კი არ დაბადებულა, არამედ ადამიანი სულს და ხორცს შეადგენს, ხორციელადაც მოვედით ამ ქვეყნად, ღვთის ხატები ვართ და ღმერთი გვავალდებულებს, რომ ფიზიკურ ცხოვრებასაც გავუფრთხილდეთ. ექიმი თუ გეუბნება, რომ შენ თუ ამ წამალს არ დალევ, მაშინ მოკვდები, არავის აქვს იმის უფლება, წამალი არ დალიოს, რადგან ეს ნიშნავს, რომ თვითმკვლელობაზე მიდის. ჩიპთან ვაქცინას არანაირი კავშირი არ აქვს" - ამბობს მეუფე საბა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42