ექიმი თამარ ჟამურაშვილი, სოციალურ ქსელში ვაქცინაციასთან დაკავშირებით წერს და კოლეგებს მიმართავს:
"მცდარია შეხედულება: ვაქცინაცია თითოეული ადამიანის არჩევანია!!! ეს უფლება მთავრდება იმ წამს, როცა პანდემია იწყება!
განსაკუთრებით ეხება მედპერსონალს!!
ქვემოთ მოყვანილი კანონის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე!
საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ
თავი II
მოსახლეობისა და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობები
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში
მუხლი 5. მოსახლეობისა და იურიდიულ პირთა უფლება-
მოვალეობები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში
1. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია ა) არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს, იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას;ბ) გადამდები დაავადებების აღმოცენებისა და გავრცელების საშიშროების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით, ჩაიტაროს ყველა სამედიცინო პროცედურა, რომელიც აუცილებელია სხვა პირის ჯანმრთელობასთან
დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად!
გ) შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას;დ) დაიცვას სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმები;ე) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია წარმოებასა და ტექნოლოგიურ პროცესებში სანიტარიული ნორმების დარღვევით გამოწვეული ყველა საგანგებო სიტუაციის შესახებ;ვ) სამედიცინო უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში ჩაიტაროს ვაქცინაცია გადამდები დაავადებების აფეთქების ან ფართოდ გავრცელების, ანდა ეპიდემიის დაწყების საშიშროებისას!ზ) ჩაიტაროს პროფილაქტიკური აცრა, თუ მისი საქმიანობა დაკავშირებულია გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან!2. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანის უფლებაა:
ა) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში დაცული იყოს გადამდები დაავადებებისაგან;
ბ) უარი თქვას პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე, თუ საქმე არ ეხება ეპიდემიას ან პანდემიას. პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე უარის
თქმის უფლება არ აქვს იმ პირს, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან;
გ) ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში;დ) დროულად მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია პროფილაქტიკური აცრის არსისა და აუცილებლობის, მოსალოდნელი კლინიკური გამოსავლის, აცრასთან
დაკავშირებული რისკისა და აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაძლო შედეგების შესახებ.
4. ამ მუხლის მოთხოვნათა შეუსრულებლობა ისჯება საქართველოს კანონმდებლობით!
https://tbilisi.gov.ge/.../63865367022014060915592973398.pdf
------------------
მუხლი 132. განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა1. სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე!
2. სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე!
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვნის მიმართ, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე!
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
https://matsne.gov.ge/document/view/16426?publication=235...", - წერს თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები