საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვები იწყება.
პანკისის ხეობაში დაკავებულებს შორის არიან: მაგომედ მაჩალიკაშვილი, იუსუფ ცათიაშვილი, რამაზ ქავთარაშვილი და ჰამზათ ბაღაკაშვილი.
დაკავებულია სულ 5 პირი, მათ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობასა და ხელმძღვანელობას ედავებიან და ოფიციალურად ბრალს უახლოეს საათებში წარუდგენენ.
ჯერჯერობით უცნობია რა პოზიცია აქვთ დაკავებულებს და აღაიარებენ თუ არა წარდგენილ ბრალს.
უწყებაში უკვე მივიდნენ პანკისში დაკავებული ახალგაზრდების ადვოკატები. ერთ-ერთი დაკავებულის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" დაიცავს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და 5 პირის დაკავებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ დაკავებულები გაწევრიანდნენ "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში და გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას.
ცნობისთვის, სპეცოპერაცია წუხელ განხორციელდა. დაკავებულები 20 წლამდე პირები არიან.
მასალის გამოყენების პირობები