"ეს ცივსისხლიანი მკვლელების გეგმაა. დიახ, ღარიბაშვილი სწორედ ასეთია" - უგულავა ეპიდემიოლოგებს მიმართავს
პოლიტიკა - 14:44, 24 Aug, 2021     1071

ფოთის მერობის კანდიდატი , გიგი უგულავა, მოახლოვებულ არჩევნებთან და ქვეყანაში არსებულ უმძიმეს ეპიდვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ეპიდემიოლოგებს მიმართავს.

უგულავა გამყრელიძეს, იმნაძეს და ცერცვაძეს სთოვს უთხრან სიმართლე ხალს და არა მთავრობას დახურულ კაბინეტებში.

"ყველა მონაცემით, ოცნების შეთითხნილი კვლევების გარდა, ოცნება აგებს რეფერენდუმს. პირველ ტურში აგებს, მეორე ტურებია უმრავლეს ქალაქებში და მაჟორიტარულ ოლქებში. ესაა სიმართლე

კოვიდის მართვა/ვერმართვა, არჩევნების ჩატარება/გადადება მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ასეა ყველა ქვეყანაში

ხელისუფლებას არ ადარდებს ათასობით გარდაცვლილი ჩვენი მოქალაქე. ასევე, ცხადია რომ აშკარა კონფლიქტია ეპიდემიოლოგებსა და პრემიერ ღარიბაშვილს შორის. ოცნების გეგმაა, რაც უფრო შეშინდება ხალხი ნაკლებად მოვა არჩევნებზე, გააყალბოს და მერე ჩაკეტოს ქვეყანა. ოღონდ მანამდე ათასობით ადამიანი მოკვდება. ეს ცივსისხლიანი მკვლელების გეგმაა. დიახ, ღარიბაშვილი სწორედ ასეთია

ახლა კითხვა გვაქვს მუშკეტერებად წოდებულ ბატონებთან. გვითხარით დეტალური სიმართლე. წინასაარჩევნო პროცესი, არჩევნები 2 ოქტომბრამდე და მეორე ტურებით ოქტომბრის ბოლომდე რა გავლენას მოახდენს ეპიდ სურათზე? სად ვიქნებით არჩევნების დასრულებისას? რა არის ახლა სწრაფი გამოსავალი იმისთვის, რომ არ ჩამოიქცეს ჯანდაცვის სისტემა და შეუქცევად კატასტროფაში არ აღმოვჩნდეთ?

ბატონო ამირან, თენგიზ და პაატა თქვენი ადამიანური და პროფესიული ვალია, ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურის გარეშე გვითხრათ და პასუხი გაგვცეთ ამ კითხვებზე. საუბარი იმაზე რომ პირბადე და აცრაა გამოსავალი აუცილებელია, მაგრამ ფაქტია არ კმარა. გვითხარით სიმართლე საზოგადოებას და შემდეგ პარტიებმა თავად გადაწყვიტონ რა გზას აირჩევენ და ხალხიც თავად გადაწყვეტს ვის დაუჭიროს მხარი. გადაწყვეტს როგორც კავკასიურ ცარცის წრეში - ვინც ხელს არ მოსტეხს შვილს, ის იქნება პასუხისმგებლიანი და პირიქით, ვინც ბავშვს მიისაკუთრებს ის სინამდვილეში იქნება მკვლელი. სამწუხაროდ, ეს სიტყვა როგორც არასდროს არაა მეტაფორა. დიახ, მკვლელია ვინც კლავს და ვისი სიხარბის გამოც ადამიანები იღუპებიან

ეპიდემიოლოგებო, ღვთის გულისთვის, გვითხარით სიმართლე ხალხს და არა მთავრობას დახურულ კაბინეტებში

პ.ს. იქნებ ჟურნალისტებმაც კითხოთ მათ, როცა საშუალება გექნებათ" წერს გიგი უგულავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42