პანკისში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირის დააკავებას მალხაზ მაჩალიკაშვილი ეხმაურება და წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს.
როგორც მაჩალიკაშვილი აცხადებს, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მსგავსი ტიპის დაკავებას ხეობაში ყოველთვის ახორციელებს და "ქართული ოცნება" დაშინებით, დაკავებებით და მოსყიდვით ცდილობს არჩევნებში ხმების მოპოვებას.
"დაკავებულიდან ორი ჩემი გვარისაა. ეს ყველაფერი არჩევნებზე არის გათვლილი, როგორც ყოველთვის ხდება ხეობაში. წინასაარჩევნოდ აკავებენ და მერე მშობლებისგან თითოეულის გათავისუფლებას არჩევნებში ხმების სანაცვლოდ ითხოვენ. ხელისუფლებას აწყობს და იციან, რომ ეს მეთოდი უნდა გამოიყენონ. სხვა გზა მათ არ აქვთ, ან დაშინებით ან მოსყიდვით, ან ბავშვების დაჭერით უნდა მოაგროვონ ხმები“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა "ინტერპრესნიუსთან".
ცნობისთვის, კახეთში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. 2 პირი სოფელ დუისში, 3 კი ქორეთში დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები