ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერის სუმია სვამინათანის განცხადებით, აცრა კორონავირუსისგან სრულად გამოჯანმრთელებისთანავე შეგიძლიათ.
"კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანები იმუნიტეტს იძენენ, თუმცა ეს იმუნური პასუხი განსხვავდება სხვადასხვა ადამიანის შემთხვევაში და დამოკიდებულია იმაზე, მსუბუქი ფორმით იყავით დაინფიცირებული თუ მძიმე ფორმით. ბევრი კვლევის შედეგად ვიცით, რომ მსუბუქად, უსიმპტომოდ დაინფიცირების შემთხვევაში, ბევრ ადამიანს ანტისხეულების ძალიან დაბალი დონე შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ ჩვენ რეკომენდაციას ვიძლევით, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც შესაძლებლობა მოგეცემათ, აიცრათ, ვინაიდან ამ შემთხვევაში ვაქცინა იმუნური სისტემის გამაძლიერებლის როლს ასრულებს.
შეგიძლიათ აიცრათ მაშინვე, როგორც კი კორონავირუსისგან სრულად განიკურნებით. არ უნდა გქონდეთ არანაირი სიმპტომი და თავს უნდა გრძნობდეთ ძალიან კარგად, როდესაც იცრებით,"- აღნიშნა ჯანმო-ს მეცნიერმა.
მასალის გამოყენების პირობები