საქართველოს პროკურატურამ, ბორჯომში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ა.ნ.-ს ბრალდება წარუდგინა - ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
პროკურატურის ცნობითვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 21 აგვისტოს, ბორჯომში, პირადი უთანხმოების საფუძველზე წარმოშობილი შელაპარაკების დროს ა.ნ.-მ დაზიანებები მიაყენა რ.კ.-ს, შემდეგ კი მოკვლის განზრახვით დანით ჭრილობა მიაყენა მას. მიყენებული დაზიანების შედეგად რ.კ. ადგილზე გარდაიცვალა.
"ა.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ, ა.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა”, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები