„აჭარაბეთი“ საპატიო ელჩი ირმა ხეცურიანი, რომელიც არის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, 18-გზის მსოფლიო თასის მფლობელი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ტოკიო 2020 ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს, რომელიც 24 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.
25 აგვისტოს, ტოკიოს პარალიმპიური თამაშების პირველივე დღეს, მედლებისთვის პარამოფარიკავე ქალები იბრძოლებენ. ირმა ხეცურიანი, როგორც მსოფლიო კვალიფიკაციის პირველი ნომერი ( B კატეგორია) პირველივე დღეს იასპარეზებს ხმლით ფარიკაობაში , ხოლო 28 აგვისტოს რაპირით ფარიკაობაში მიიღებს მონაწილეობას. საბოლოოდ კი,იქნება გუნდური შეჯიბრი, რომელიც 29 აგვისტოს გაიმართება და ქალთა ნაკრები ფარიკაობაში რაპირით იასპარეზებს.
„საომარი განწყობა მაქვს და მაქსიმალურად დავიხარჯები პარალიმპიადაზე,მშვიდი და თავდაჯერებული უნდა შევიდე ბრძოლის ველზე და იქ უნდა ვიომო ცივი გონებით და სუპერ კონცენტრირებული “- განაცხადა ირმა ხეცურიანმა.
კომპანია “აჭარაბეთისთვის” მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.
მასალის გამოყენების პირობები