"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, შეწყვიტოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ჩარევა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობა
პოლიტიკა - 17:40, 23 Aug, 2021     1025

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, გივი მიქანაძის დღევანდელ განცხადებას, რომელიც ოზურგეთის საოლქო კომისიაში წარდგენილ საჩივარს ეხება.

„ვეხმიანებით პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დღეს გამართულ ბრიფინგს, რომელიც ეხებოდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საჩივარს.

საჩივარი ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის, სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას ეხება. საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით იკრძალება საჯარო დაწესებულებების თანამშრომელთა სამსახურეობრივი ნიშნით შეკრება. ბრიფინგზე, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თალაკვაძემ შეხვედრა გამართა კერძო სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, რომლებზეც ზემოაღნიშნული ნორმის შეზღუდვები არ ვრცელდება, თუმცა იქვე თავადვე დაადასტურა, რომ შეხვედრას ესწრებოდა საჯარო სამედიცინო დაწესებულების რამდენიმე წარმომადგენელიც. საჯარო სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომელთა შეხვედრაზე ყოფნა, სულ მცირე იმას ცხადყოფს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საჩივარი სრულიად საფუძვლიანია და ის საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან შესწავლას და კანონისმიერ რეაგირებას საჭიროებს.

შემაშფოთებელია, რომ საჩივრის განხილვის დასრულებამდე, მმართველი პარტია ბრიფინგზე აჟღერებს კანონის მისთვის მისაღებ ინტერპრეტაციას, რაც საოლქო საარჩევნო კომისიამ შესაძლოა, პირდაპირ ინსტრუქციად ჩათვალოს მაშინ, როდესაც კვლავაც არსებობს კითხვები საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის თაობაზე. ასევე, ჩვენთვის მიუღებელია მმართველი პარტიის საუბარი არასამთავრობო ორგანიზაციების სადამკვირვებლო სტანდარტთან დაკავშირებით, რაც მათი მხრიდან სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მორიგ მცდელობას წარმოადგენს.

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, შეწყვიტოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ჩარევა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობა, ხოლო საარჩევნო კამპანია წარმართოს კანონმდებლობის სრული დაცვით“,- აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში.

პარტია „ქართული ოცნება“ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდებს, საარჩევნო ღონისძიებებს მეტი ყურადღებით დააკვირდნენ და არ დაუშვან მოვლენების არასწორი ინტერპრეტირება, რამაც შეიძლება საარჩევნო გარემოზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა ავთანდილ თალაკვაძის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42