Global Finance-მა საქართველოს ბანკი საქართველოში მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:49, 23 Aug, 2021     1250

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი საქართველოში მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად წელს კიდევ ერთხელ დაასახელა.

World’s Best Consumer Digital Banks in Central & Eastern Europe 2021- ის ჯილდოს ფარგლებში, საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კიდევ რამდენიმე ქვეკატეგორიაში დასახელდა საუკეთესოდ. ესენია: პროდუქტების ონლაინ შეთავაზება, ციფრული გადახდები და განაცხადები, ინფორმაციული უსაფრთხოება და კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტი და საკრედიტო სერვისები.

Global Finance-მა საქართველოს ბანკს ჯილდო მსოფლიო დონის ჟიურის წევრების, Infosys -ის საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიღებული შეფასებების შემდეგ მიანიჭა. Infosys კონსალტინგის, ტექნოლოგიისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერი კომპანიაა.

საერთაშორისო გამოცემამ ბანკები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა: მომხმარებლის მოზიდვისა და მომსახურების ციფრული სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლისათვის დისტანციური შეთავაზებების წარმატებით განხორციელება, ციფრულ არხებში მომხმარებლის რაოდენობის ზრდა, დისტანციური პროდუქტების მრავალფეროვნება, ინიციატივები და მათი განხორციელების შედეგად მომხმარებლისთვის მიღებული ხელშესახები ბენეფიტები. ასევე, გამართული ციფრული ფუნქციონალი და დახვეწილი დიზაინი.

„გლობალურმა პანდემიამ ადამიანები წაახალისა, საკუთარი საბანკო საქმიანობა მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერების მეშვეობით განეხორციელებინათ. ამით ციფრულ ბანკინგს საგრძნობლად დიდი მნიშვნელობა მიენიჭა, მეტი ვიდრე გასულ წლებში. ბანკებისთვის მთავარ გამოწვევას კი ამ ყველაფერზე სწრაფი რეაგირების მოხდენა და სათანადო სერვისების შეთავაზება წარმოადგენდა. აღნიშნული ჯილდო სწორედ იმ ბანკებს სცნობს, რომლებმაც წარმატებით გაართვეს თავი აღნიშნულ გამოწვევებს “,- განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ.

„საქართველოს ბანკის ციფრული ბანკი მომხმარებელთა უშუალო ინტერესების გათვალისწინებით, ციფრული ინოვაციების კვალდაკვალ აგრძელებს განვითარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვუსმინოთ მომხმარებელს, იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ახალ გამოწვევებს. აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთი აღიარებაა ჩვენი გუნდის პროფესიონალების თავდაუზოგავი შრომისა. ეს წარმატება როგორც საქართველოს ბანკის გუნდის, ასევე იმ მომხმარებლების დამსახურებაა, ვინც საქართველოს ბანკს ირჩევს. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მაქსიმალურად მასზე მორგებული სერვისები შევთავაზოთ და გამარტივებული პროცესებით, კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გავხადოთ მათი ყოველდღიური საბანკო გამოცდილება ,” – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42