ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნუგზარ სულაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში COVID-19– ის სამკურნალო მედიკამენტებზე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ის წერს, მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) უკვე დაამტკიცა დიდ ბრიტანეთში COVID-19– ის პრევენციისა და მკურნალობის პირველი ანტისხეულების სამკურნალო საშუალების გამოყენება.
“სასიხარულო ინფორმაცია!!!
გუშინ გესაუბრებოდით იმ მედიკამენტების შესახებ რომელიც მეცნიერთა განსაკუთრებული ინტერესის სფეროში მოექცა COVID-19 დასამარცხებლად და აღვნიშნე, რომ ამ მედიკამენტის წარმოება წლის ბოლოს იგეგმებოდა.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) უკვე დაამტკიცა დიდ ბრიტანეთში COVID-19– ის პრევენციისა და მკურნალობის პირველი ანტისხეულების სამკურნალო საშუალების გამოყენება.
მადლობა მეცნიერთა თავდადებულ შრომას.
ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ პანდემიას!!!”,- წერს ნუზარ სულაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები