სამდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე რიონში ბავშვის ცხედარი იპოვეს.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
"სამდღიანი უწყვეტი, 24 საათიანი საძიებო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, მდინარეში ახალგაზრდა ადამიანის ცხედრი იქნა ნაპოვნი.
ადგილზე მუშაობს სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 105 თანამშრომელი, აჭარის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის რეგიონებიდან. ასევე, მობილიზებული იყო განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი. მწყალქვეშა სამუშაოებს აწარმოებდა 6 მყვინთავი. მობილიზებული იყო 7 მცურავი საშუალება და დრონი. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობდა სპეციალური სკანერის, ექოლოტის საშუალებით. მდინარის ნაპირზე მოწყობილი იყო სპეციალური საველე შტაბი", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები