ხვალიდან, 23 აგვისტოდან , იმერეთში მასობრივი იმუნიზაციის პირველი ცენტრი გაიხსნება - ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა , ზვიად შალამბერიძემ , დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელთან და ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ქუთაისის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მოეწყობა და მოსახლეობას საშუალება ექნება რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ ვაქცინა.
საუნივერსიტეტო სივრცეში მობილიზებული ამცრელი ბრიგადები უზრუნველყოფენ დღიურად 1000-დან 1500 ადამიანამდე აცრას.
ადგილზე მისული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია ფაიზერის, სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინებით.
აქვე გეტყვით, რომ რეგიონში უახლოეს დღეებში კიდევ ერთი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ზესტაფონში გაიხსნება.
მასალის გამოყენების პირობები