შრომის ინსპექციის სამსახურმა გასართობი ღონისძიების გამო, ბათუმში კიდევ ერთი ობიექტი დალუქა.
"ადგილზე ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიება მიმდინარეობდა. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების კრიტიკული შეუსაბამობების გამო, შრომის ინსპექციამ ობიექტის დალუქვის გადაწყვეტილება მიიღო. ბოლო 24 საათის განმავლობაში, შრომის ინსპექციის მიერ ეს მესამე დალუქული ობიექტია. ჯამში, ერთ კვირაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 18 ობიექტი დაილუქა",- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სოციალური ღონისძიებების (ქორწილის, ქელეხის და სხვა) მასპინძლობისთვის კვების ობიექტი თუ სარიტუალო დარბაზის მფლობელი პირველ ჯერზე 10 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში შესაბამისი ობიექტი დაილუქება.
მასალის გამოყენების პირობები