"2 ოქტომბერს იქნება რეფერენდუმი, სადაც გადავწყვეტთ და განაჩენს გამოვუტანთ, გავისტუმრებთ ქართულ ოცნებას" - გიგი უგულავა ენმ-მ ფოთის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა
პოლიტიკა - 18:56, 21 Aug, 2021     1333

გიგი უგულავა ფოთის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს. ის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატია. მას ასევე ოპოზიციის ნაწილი მხარდაჭერაც აქვს.

უგულავას განცხადებით, ოქტომბრის თვითმმართველობსი არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი. მისივე თქმით, ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს ქვეყნისთვის, თითოეული მუნიცილაპიტეტისთვის საჭირო არჩევანი და მმართველობას ჩამოაშოროს ქართული ოცნება.

„2 ოქტომბერს იქნება რეფერენდუმი, სადაც გადავწყვეტთ და განაჩენს გამოვუტანთ, გავისტუმრებთ ქართულ ოცნებას. ჩვენ მოგვიწევსს მანამდე ერთობლივი შრომა და ბრძოლა. ჩემთვის უდიდესი პატივია, აქ ვიყარო კენჭი და გავხდე თქვენი რჩეული.

ფოთში ყველა აკეთებს ფულს, მაგრამ არავინ ხარჯავს, ცენტრალური მთავრობა ხარჯავს ფულს, მაგრამ აბრუნებს კაპიკებს. შეუძლებელია, ჯანსაღ აზრთანაც არაა ახლოს, რომ ამდენი ტრაილერი დადის; სადაც პორტია, იქ დიდი ცვეთაა, სადაც დიდი ცვეთაა, იქ დიდი მოძრაობაა და სადაც დიდი მოძრაობაა, იქ დიდი რესურსია საჭირო, რომ მეტი რესურსი მოიზიდოს ფოთმა.

ქალაქიდან, სადაც დასაქმების პრობლემა არ უნდა იყოს, უამრავი ხალხი გარბის. ქვეყნიდან უამრავი ხალხი გარბის და ივანიშვილი ეუბნება, ცალ ბილეთს აგიღებ და წადი, სხვაგან იმუშავე. ამათ არ აქვთ წარმოდგენა, რა არის და როგორ მუშაობს ეკონომიკა. თითოეული შრომისუნარიანი ადამიანის წასვლა შეიძლება შვება იყოს მისი ნათესავისთვის, მაგრამ კატასტროფაა ქვეყნისთვის - ჩვენ ვკარგავთ შრომისუნარიან ადამიანებს. ეს ადამიანები დოვლათს აქ უნდა ქმნიდნენ.

უარი უნდა ვთქვათ ისეთ მერებზე, რომელსაც საკუთარი ჩრდილისაც ეშინია და აპირებენ, რომ მარტო ოლიგარქს ემსახურონ. ოლიგარქია ნიშნავს იმას,რ ომ ქვეყანაში ფული აქვს ძალიან ცოტას და მოქალაქეების უმეტესი არიან მეორეხარისხოვნები, თუ მათი მოჯამაგირე არ გახდი", - განაცხადა გიგი უგულავამ წარდგენის ცერემონიაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42