სროლა და მასობრივი დაპირისპირება დედაქალაქის ცენტრში - გვიან ღამით გმირთა მოედანზე ჰომოფობიურად განწყობილი სამი მამაკაცი ტრანსგენდერ ქალებს ფიზიკურად გაუსწორდა.
როგორც ლგბტ თემის წარმომადგენლები ამბობენ, აგრესიული პირები დანით იყვნენ შეიარაღებულები, მათ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თავდამსხმელებმა ტრანსგენდერი ქალის დაჭრა სცადეს, მეორეს კი თავზე ბოთლი გადაატეხეს.
"ჩემს მეგობარს დაარტყა ხელი, გადმოათრია თმებით, ხელი წამავლო, ტელეფონი ხელიდან გამაგდებინა , დანა აიღო და მირტყამდა. ვენებს გადავიჭრი, იმიტომ რომ არ აკავებთ-თქო, ეს ვთქვი , ავიღე შუშა და ამის შემდეგ ჩასვეს მანქანაში " - ამბობს ტრანსგენდერი ქალი.
გმირთა მოედანთან ათამდე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
გამოძიება დაიწყო, მოძალადეები და ტრანსგენდერი ქალები კი პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები