გრიგოლეთში, ზღვაში ახალგაზრდა დაიხრჩო. ფეისბუბქმომხმარებელი, რომელიც ინფორმაციას და ვიდეომასალა ავრცელებს, ამბობს, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარებამ მისვლა ნახევარი საათით დააგვიანა.
"ის ახალგაზრდა კაცი გრიგოლეთის ზღვაში დაიხრჩო.
ჩემს თვალწინ ითხოვდა შველას და ვერ ვშველოდით.
თითქოს ყველამ მისი საქმე გააკეთა,მაგრამ გვიან და ამაოდ.
დამნაშავეა გულგრილობისთვის ის მეგობარი გოგონა,რომელიც წიგნს მშვიდად კითხულობდა და ტალღები ამ დროს სიკვდილისკენ ითრევდა ამ უიღბლოს.
დამნაშავეა სამაშველო სამსახურის ზემო ისტანცია,რომელი მშვიდ ზღვაზე უფრო ხშირად დაასეირნებს სამაშველო სკუტერებს,ვიდრე როცა ამის აუცილებლობაა .
სატირალია 25 წუთის შემდეგ ძლივს დასახმარებლად მოსული სასწრაფო დახმარების სამედიცინო აღჭურვილობა,რომელიც ხელოვნური სუნთქვის მეტს ვერაფერს სთავაზობდა განწირულს!!!
გაუფრთხილდით ერთმანეთს...წამში დევს ყველას ბედისწერა"... - წერს ფეისბუქმომხმარებელი თეა ჩეჩელაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები