ზურაბ ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შესაძლოა მას სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დასჭირდეს.ამის შესახებ მისმა ადვოკატებმა ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
ადვოკატები ე.წ. მატროსოვის ციხეში, სადაც ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონია მოთავსებული 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ:
"გავასაჩივრეთ, საქმის დეტალები დავუკონკრეტეთ, გაცნობის შემდეგ რაღაც გარკვეული საკითხები შევუთანხმეთ და გვაქვს მოლოდინი სააპელაციო სასამართლოსი, რომ თელავის რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებაში შეიტანს ცვლილებას და ჩვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ფართოვდება თავდებთა წრე, მაგრამ ახლა თავს შევიკავებთ პიროვნებების დასახელებისაგან. გარკვეული ადამიანები შეემატნენ სხვადასხვა წრიდან, ყოფილი პოლიტიკოსები არიან, სპორტსმენები და ა.შ." - აცხადებს ადვოკატი კახა ცნობილაძე.
ამასთან, ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ისინი მოწმეთა ბაზის გაფართოებას მოითხოვენ. ამ დრომდე ბრალდების მხარეს მხოლოდ 15 მოწმე ჰყავს საქმეში, თუმცა როგორც უფლებადამცველები ამბობენ, წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს ადგილზე ათობით ადამიანი იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები