მკლველობა წინანდალში და განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონი - სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა განაცხადა, რომ “სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება ზურაბ ზვიადაურს”.
“ვერ მოიქცეოდა ზვიადაური სხვაგვარად, ბუჩქებში გაქცეულიყი და დამალულიყო, ბიჭს ძმა მოუკლეს”, – აცხადებს ჭრიკიშვილი
ავთანდილ ჭრიკიშვილი გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს. მისი განცხადებით, ასეთი რაღაცეები ხდება და ყველას შეიძლება შეემთხვას.
მისივე თქმით, ზურაბ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყო და დაჭრილი ძმის გამოყვანას ცდილობდა.
“აფექტში იყო ზურა. დაღუპული ძმა მიიყვანა საავადმყოფოში, ტიროდა. იცოდა, რომ გარდაცვლილი იყო და ყვიროდა ფრთხილად გადაიყვანეთ ხელი არ მოტეხოთო.
“სასამართლოშიც ვთქვი და ვახსენე – ისეთი ბიჭია ზურა, არ გაიქცევა, არ მიიმალება – ისეთი გულიანია, ყველა მაგასთან მივდიოდით თუ რამე დაგვჭირდებოდა. ცოდოა ეს ბიჭი, ვიცი როგორიც არის. არ არის ეს ადამიანი ვინმესთვის საშიში. 41 წლის კაცია და ძაან ახლოს ვიცნობ, ცოდოა. თვითონ ძალიან განიცდის, ადამიანი მაგის ხელიდან მკვდარია და ამაზე ორჯერ მეტად ნერვიულობს,” – განაცხადა ავთნდილ ჭრიკიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები