დაასრულე პანდემია!- სამოქალაქო აქტივისტები ვაქცინაციის მხარდამჭერ აქციაში ერთვებიან
საზოგადოება - 17:41, 20 Aug, 2021     1426
სამოქალაქო აქტივისტები ვაქცინაციის მხარდამჭერ აქციაში ერთვებიან. „დაასრულე პანდემია“ ამ მიმართვის მქონე ჯგუფი “facebook“-გვერდზე სულ რამდენიმე დღეა გამოჩნდა.

ინიციატორი და გვერდის შემქმნელი ნიკა რომანაძე, CNews-თან საუბრისას აცხადებს, რომ სურვილი აქვს, მოსახლეობისთვის გასაგები გახადოს ვაქცინაციის აუცილებლობა და ხელი შეუწყოს როგორც ექიმების საქმიანობას ასევე პანდემიის მალე დასრულებას.

„არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გადავწყვიტე შემექმნა ჯგუფი, რადგან ვაქცინაციის ტემპი ქვეყანაში არც ისე მაღალია და არ არის საკმარისი იმის თავის ასაცილებლად, რაც შემოდგომაზე გველის“, - განაცხადა რომანაძემ.

ნიკა რომანაძე აცხადებს, რომ ჯგუფის შექმნის მიზანია, ყველამ ერთად ჩამოვაყალიბოთ საინფორმაციო კამპანია, ვაქცინაციის წახალისების მიზნით.

„ყველამ ერთად დავგეგმოთ სხვადასხვა აქტივობა რეგიონებში და აცრაში დავეხმაროთ მათ, ვისაც ვაქცინა ახლა ყველაზე მეტად სჭირდება აღნიშნულ კამპანიაში ჩართული უნდა იყოს ყველა მხარე, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა. მსურს გავერთიანდეთ და ჩვენსავე რეგიონში მცირეოდენი წვლილი შევიტანოთ პანდემიის დასრულებაში“, - აცხადებს ნიკა რომანაძე.

მისივე თქმით, ჯგუფში გაწევრიანებულ ვაქცინაციის მსურველ ადამიანებს, ისინი ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, სხვადასხვა დახმარებასაც გაუწევენ.

„მსურს ჯგუფის აქტივობა გავზარდო და ამაში თქვენი დახმარება მჭირდება. მოიწვიეთ ყველა, ვინც ამ საქმეში წამოგვყვება და საკუთარ წვლილს შეიტანს, იქნება ეს ადამიანური თუ ფინანსური რესურსი. ნებისმიერი აქტივობა იქნება საჯარო, ნებისმიერ დაგეგმილ, გადადგმულ ნაბიჯს ერთობლივად განვახორციელებთ. ყველამ ჩვენს რეგიონში უნდა ვიმუშაოთ კამპანიის ეფექტურობისათვის.“, - განაცხადა რომანაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საინფორმაციო კამპანია სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის იქნება.

„საინფორმაციო კამპანია იქნება მრავალფეროვანი, გამოვიყენებთ, როგორც ინდივიდუალური კონსულტაციებსა და შეხვედრებს, ასევე ვიდეოკლიპებს, სხვა აქტივობებს. მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი რჩევაც“, - განუცხადა CNews-ს ნიკა რომანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42