"თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები: ჩვენი მიზანი სოციალური პირობების გაუმჯობესებაა და არა პოლიტიკაში ჩართვა
საზოგადოება - 19:51, 19 Aug, 2021     1335

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა მიზანი სამუშაო და სოციალური პირობების გაუმჯობესებაა და არა პოლიტიკაში ჩართვა, - ამის შესახებ განცხადება „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელმა, პავლე ბედოიძემ საინიციატივო ჯგუფის სახელით გააკეთა.

მისი თქმით, კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის, ირაკლი ბაღდავაძის მიერ გაკეთებული განცხადებები კოლეგებისადმი შეურაცხმყოფელი იყო და მასთან თანამშრომლობას აღარ აპირებენ.

„ჩვენ, „თბილსერვისის“ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისგან შემდგარი ჯგუფი, ვაყენებდით და ვაყენებთ „თბილსერვისის“ ადმინისტრაციისა და თბილისის მერიის წინაშე ჩვენი პირობების გაუმჯობესების საკითხს, რომელიც პუნქტობრივად წარდგენილი აქვს თბილისის მერიას და რომლის განხილვის პირობაც მიღებული გვაქვს. სამწუხაროდ, ირაკლი ბაღდავაძემ, ნიკა გვარამიას ტელევიზიაში გააკეთა ისეთი განცხადებები, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის შეურაცხმყოფელი იყო. მან თქვა, რომ როგორც ქართველი, თავს არავის უხრის, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები, რომლებიც ეთნიკურად ქართველები არ არიან, ვიღაცებს თითის გატკაცუნებაზე ემორჩილებიან. თან მოჰყვა ისეთ რამეებს, რაც პირდაპირი ტყუილია. ჩვენთან ძალიან ბევრი სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი მუშაობს, ისინი ჩვენი ძმები, დები და კოლეგები არიან. ამიტომ, მათ შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ; არც ტელევიზიაში პრანჭვის და გვარამია-ხაბეიშვილის თავის მოსაწონებლად ტყუილების თქმას, თან ჩვენი დამცირებულად წარმოჩენის და შეურაცხყოფის ხარჯზე“, - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელმა.

პავლე ბედოიძე განმარტავს, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები საკუთარი საქმის კეთებას განაგრძობენ.

„ეს კაცი არის ჩვენი საქმის მოღალატე. მაგან პირადი არჩია ჩვენ საერთო საქმეს. გამოგვიყენა ყველა, წავიდა და ჩვენ ხარჯზე ვიღაც პოლიტიკოსებთან და „ნაციონალებთან“ დაიწყო საქმის აწყობა, რომ თვითონ კარგად იყოს, სხვა სამსახური შესთავაზონ და სხვების ბედი საერთოდ აღარ აინტერესებს. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ჩვენი საქმის კეთებას და ქალაქის დასუფთავებას განვაგრძობთ“, - განაცხადა პავლე ბედოიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42