The Miami Ad School Tbilisi-ში 2021 წლის ოქტომბრის ნაკადის მიღება დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:02, 19 Aug, 2021     1579

Miami Ad School Tbilisi-ში, 2021 წლის ოქტომბრის ნაკადის მიღება დაიწყო. მსურველებს, რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ. აპლიკაციები 2021 წლის 10 სექტემბრამდე მიიღება. სასწავლო პროგრამაზე, განახლებული ინფორმაციის მიღებას მსურველები Miami Ad School Tbilisi-ს ვებგვერდზე შეძლებენ.

უკვე მეორე წელია, რაც Miami Ad School-ის თბილისის სკოლა გაიხსნა, რომლის მეგობარი და მხარდამჭერია თიბისი.

Miami Ad School სარეკლამო ინდუსტრიისთვის მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი სკოლაა. 2020 წლიდან Miami Ad School Tbilisi საერთაშორისო ქსელის სრულფასოვანი წევრია და სტუდენტები ისარგებლებენ იმ გლობალური ეკო-სისტემით, რომელსაც ეს სკოლა სთავაზობს მომხმარებლებს. Miami Ad School Tbilisi და თავისუფალი უნივერსიტეტი, თიბისის მხარდაჭერით, სტუდენტებს ორწლიან საერთაშორისო სასერტიფიკატო პორტფოლიო-პროგრამას არტ-დაირექშენისა და ქოფირაითინგის მიმართულებით სთავაზობენ.

ორწლიანი საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები 1 წელს გაატარებენ კახა ბენდუქიძის კამპუსში და მომდევნო 1 წელი კი პრაქტიკებზე გაემგზავრებიან Maiami Ad School-ის ქსელში გაწევრიანებულ მსოფლიოს წამყვან სარეკლამო სააგენტოებში, როგორებიცაა: 360I, GREY, JWT, OGILVY, PEOPLE IDEAS & CULTURE, R/GA, SAATCHI, TBWA, FACEBOOK და სხვა. ბოლო კვარტალი კი სტუდენტები ბერილინის სკოლის კამპუსში იმუშავებენ სადიპლომო ნამუშევარსა და პორთფოლიოს შეკვრაზე.

Miami Ad School-ის პროგრამა შემუშავებულია Learning by Doing-ის პრინციპით. საგნები განსაზღვრულია იმ დისციპლინების მიხედვით, რასთანაც მომავალში არტ-დირექტორებსა და ქოფირაითერებს მოუწევთ შეხება. ესენია: კონცეფციის შემუშავება, დიზაინი, ფოტოგრაფია, ქოფი, ტიპოგრაფია და კომპიუტერული პროგრამები. ასევე, სტუდენტებს საშუალება ექნებათ ისეთი ვიწრო პროფილური საგნებიც გაიარონ, როგორიცაა: პრეზენტირების უნარები, ვიდეოგრაფია, Long copy და სხვა.

დაინტერესებულ პირებს აპლიკაციის ფორმის შევსება 2021 წლის 10 სექტემბრამდე შეეძლებათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42